დავით სერგეენკო: ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა

რატომ შეხვდა ან არ შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრი ვინმეს მიუნხენის კონფერენციაზე, ვერ გიპასუხებთ, ალბათ, ეს შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა.

“უკრაინა არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს და თუ ვინმეს შეხვდა, ან ვერ შეხვდა, არ ვიცი – რატომ. ეს მის პროტოკოლს უნდა ჰკითხოთ და ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები