საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი საქართველოში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი – გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია დახვდნენ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები