რატი იონათამიშვილი: გახარიას პოლიტიკური კარიერა, ფაქტობრივად, დასრულებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ყოფილ პრემიერმინისტრ და თანაგუნდელ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, გახარიას პოლიტიკური კარიერა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
„მას შემდეგ, რაც ის პრემიერმინისტრობის პოზიციიდან გადადგა, ეს არის უხერხულობა და უხერხული ადამიანი, ყველა მისი ნაბიჯი საზოგადოებაში მსგავს შეგრძნებას იწვევს. ალბათ, ესაა საფუძველი, რომ ის დაემალა საკუთარ ამომრჩეველს, არ ჩნდება მის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა, ფაქტობრივად, დასრულებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებამ გიორგი გახარიას ღალატის დეტალებზე სრული სიმართლე უნდა იცოდეს და ძალიან საინტერესო იქნება ინფორმაცია, რომლის თქმასაც აპირებს.