საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება“ – იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია.
“ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია. უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები იღებენ.
„მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის ძალების წარმომადგენლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეს ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას. თითოეული ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა აბსოლუტურად ფუნდამენტური პრინციპია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.