სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდება

“საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა მოამზადა, ხოლო პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო.

ამას გარდა, კანონპროექტის თანახმად, სკოლებსა და ბაღებში სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები