“ჯვარს გვაცვეს, როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო, ახლა იხვეწებიან, სიები აღგვიდგინეთო” – ალეკო ელისაშვილი “ნაცმოძრაობისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს

“მოქალაქეების,, ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “ნაციონალური მოძრაობისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ელისაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ მოიწონეს, ისინი ლანძღვის ობიექტები აღმოჩნდნენ.

„მაშინ საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით. ჯვარს გვაცვეს მაგალითად იმაზე, როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” იხვეწება სიები აღგვიდგინეთო. გამოვიდეს “ნაციონალური მოძრაობა” და ბოდიში მოგვიხადონ – მართლები იყავით და რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევაო. მაშინ სიცანცარის აღლუმი მოაწყვეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ჩამოართმევენ, პარლამენტში ისინი სხვა დეპუტატებმა უნდა ჩაანაცვლონ და ჩანაცვლება პროპორციული სიით უნდა მოხდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები