ხატია დეკანოიძე: მინდა, მივმართო “ქართულ ოცნებას”, ოპოზიცია ბრძოლას არ შეწყვეტს
„ქართული ოცნება“, რომელიც წარმოადგენს ერთი ადამიანის სამსახურში მყოფ დაჯგუფებას, კვლავ არის დაკავებული პოლიტიკური ქურდობით – დღეს აპირებენ, საპარლამენტო მანდატი ჩამოართვან იმ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოში რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია ბრძოლას არ შეწყვეტს.
„ქართული ოცნება“, რომელიც წარმოადგენს ერთი ადამიანის სამსახურში მყოფ დაჯგუფებას, კვლავ არის დაკავებული პოლიტიკური ქურდობით და წვრილმანი პოლიტიკური თაღლითობით. დღეს აპირებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული, საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საპარლამენტო მანდატი ჩამოართვან იმ დეპუტატებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში რეალურ ოპოზიციას. ეს წვრილმანი თაღლითობა და ქურდობა არის რეალური მაჩვენებელი მათი უსუსურობის, შიშის, გარდა ამისა, იმ მცდელობის, თითქოს დაასუსტონ ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ – ყველგან, რადგან მათ ეშინიათ ოპოზიციის გამარჯვების, აქ და ყველა წარმომადგენლობით ორგანოში, ამის მაგალითია ზუგდიდი, წალენჯიხა, წალენჯიხა, ბათუმი, რუსთავი.
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, „ქართული ოცნება“ სჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ ნამდვილად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში შემდეგ სესიაზე უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში. ჩვენ არაერთხელ, კოლეგებთან ერთად, მათ შორის, ბადრი ჯაფარიძესთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, არა ერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსება შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მანდატები ჩამოართვას ბადრი ჯაფარიძეს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ხანია, ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ, ჩვენი პარტია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოადგინა პარლამენტში.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, არავითარ შემთხვევაში, საქართველოში, არა მხოლოდ ამ წარმომადგენლობით ორგანოში, არამედ ნებისმიერ ქალაქში, ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.