დიღომში კორპუსში აფეთქებისას ერთი პირი დაშავდა
თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე აფეთქების შედეგად ერთი პირი დაშავდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინილისტები მუშაობენ.