ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

 

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელისა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინისა და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, შერმადინის, ნოკო ბურისა და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები