„თბილისი ენერჯი“: ვახუშტის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე „თბილისი ენერჯი“ ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები დაიწყო.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე. კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.