სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 16:13 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.