ჯანდაცვის მინისტრი: გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და, ჩვენი ვარაუდით, მას რამდენიმე დღეში გადავივლით

ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს და, ჩვენი ვარაუდით და დიდი ალბათობით, ამ პიკს რამდენიმე დღეში გადავივლით, რასაც მოჰყვება შემთხვევების კლება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, საწოლფონდი თავისუფალია და 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმები პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

“რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, ისინი მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, 2500-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული. ისინი ცდილობენ, განაწილებების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. მოგეხსენებათ, 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს აქტიური, ისინი პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, შესაძლოა, ყველა პაციენტს ძველი მოცემულობით ყოველ მეორე დღეს რომ უკავშირდებოდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ,“- განაცხადა აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები