ირმა კახურაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ირმა კახურაშვილს, რომელსაც თავის ტვინის მეორე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ირმას ახლობლების ცნობით, იგი სტამბოლის კლინიკაში, სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. თურქეთში მკურნალობის პირველადი კურსი 7 კვირამდე გრძელდება და ყოველდღიურ დასხივებასა და ქიმიოთერაპიას გულისხმობს. მკურნალობისა და ცხოვრების ხარჯი, ჯამურად, 10 000 დოლარს აღწევს.
დადგა დღე, როდესაც Irma Kakhurashvili-ს, იგივე კახურასა და, უბრალოდ, უსაყვარლესი ადამიანის, დედის, შვილის, მეგობრისა და თავისი საქმის პროფესიონალის გადასარჩენად, მკურნალობის თანხა უნდა შევაგროვოთ!
4 თვიანი კვლევების შემდეგ კახურას დიფუზური ასტროციტომა დაუდასტურდა.
ადამიანური ენით: თავის ტვინის მეორე სტადიის სიმსივნე.
დიაგნოზის თურქეთში ბიოფსიით დადასტურება ოჯახს მთელი დანაზოგი დაუჯდა. თანხის შეგროვება ამიტომაცაა აუცილებელი.
საქართველოში დიაგნოზი 3 თვე ვერ დაუსვეს – თანაც ისეთი დაავადებისა, რომელიც დროსთან ერთად პროგრესირებს. ამიტომ ახლა კახურა სტამბოლის უკვე შერჩეულ კლინიკაში, სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. თურქეთში მკურნალობის პირველადი კურსი 7 კვირამდე გრძელდება და ყოველდღიურ დასხივებასა და ქიმიოთერაპიას გულისხმობს.
მკურნალობისა და ცხოვრების ხარჯი ჯამში 10 000 დოლარს აღწევს, რაც კახურას აუცილებლად უნდა შევუგროვოთ!
გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი და თუ შეძლებთ დახმარებას, თანხა ჩარიცხოთ:
– საქართველოს ბანკი: GE51BG0000000530059981 – მიმღები ირმა კახურაშვილი;
– თიბისი: GE95TB7700245061100053 – მიმღები ელენე გაჩეჩილაძე (შვილი);
– უცხოეთიდან ჩარიცხვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა transferwise.com”, – წერენ მისი მეგობრები Facebook-ზე.