დმანისის მერი: ჩვენი მუნიციპალიტეტი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ მერმა “ინტერპრესნიუსთან”  საუბრისას განაცხადა.

“ჯერჯერობით, არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მურადაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები