“ისტორიას არ ახსოვს მსგავსი მიწისძვრა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ნგრევა არ მოჰყოლია”
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და სიმძლავრემ 6.2. მაგნიტუდა შეადგინა.
მომხდარს ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრები პირი ეხმაურება.
“ისტორიას არ ახსოვს მსგავსი მიწისძვრა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ნგრევა არ მოჰყოლია. მოსახლეობაში პანიკა იყო და ხალხი გარეთაა. ქუჩაში არიან გამოსული ადამიანები, რადგან გამეორების საშიშროება არის”, – აცხადებს ის.