“ომიკრონის” რომელი ვარიანტი ცირკულირებს ქვეყანაში – ამირან გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” რომელი ვარიანტი ცირკულირებს ქვეყანაში – ამის შესახებ განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ომიკრონის” ორი შტამიდან უკვე BA.2 სჭარბობს. BA.1-ით დაიწყო “ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში და დღეს უკვე BA.2 სჭარბობს, თითქმის 75-80%-ით მეტია. BA.2 შტამი, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გადამდებია, მაგრამ განსხვავება “ომიკრონის” პირველ შტამთან მიმართებაში, აგრესიულობის კუთხით არ აქვს, ანუ უფრო აგრესიული არ გახლავთ. BA.2 სჭარბობს და შესაძლებელია ჩაანაცვლოს, თუმცა, სრული ჩანაცვლება არასოდეს ხდება, ერთდროულად ცირკულირებენ სხვადასხვა შტამები, მაგრამ დომინანტი არის BA.2.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის დაღმავალი ტალღა საკმაოდ დამრეცი იყო, ჩვენთან, დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, არ იქნება, რადგან სადაც სწრაფი ჩამოსვლა იყო, იქ აცრის მაჩვენებელი მაღალია”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე “კურიერთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები