ნანა იოსელიანის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირის დახურვას სპორტის მინისტრის მოადგილე დაესწრო

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნანა იოსელიანის იუბილესთან დაკავშირებით ჭადრაკის ბლიც ტურნირი გაიმართა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ტურნირის დახურვის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია დაესწრო და ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

ინფორმაციისთვის, ტურნირმა სტარტი აიღო მიმდინარე წლის 10 თებერვალს. შეჯიბრი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნანა იოსელიანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა ქვეყნის უძლიერესმა მოჭადრაკეებმა მიიღეს. ტურნირის საპრიზო ფონდი 16 600 ლარს შეადგენდა. შეჯიბრში მონაწილეობა ქალთა, ვაჟთა, გოგონათა და ჭაბუკთა კატეგორიაში გაიმართა. შეგახსენებთ, ნანა იოსელიანი ხუთგზის ოლიმპიური და მრავალგზის ევროპის ჩემპიონია. მის სახელს არაერთი სხვა გამარჯვება უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები