ლევან ზოიძე – “ნაცმოძრაობაზე”: კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და ისწავლონ დოკუმენტების წაკითხვა
ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ პერფორმანსს მართავს.
მისი თქმით, ოპოზიციამ დოკუმენტაციის სწორად წაკითხვა უნდა ისწავლოს.
“,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ატყუებს ხალხს. აღნიშნულ მშენებლობის ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს, ნებართვა აქვს, ხოლო ნაწილი – ერთსართულიანი შენობა არის დაჯარიმებული და მიმდინარეობს საქმის წარმოება. კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და ისწავლონ დოკუმენტების წაკითხვა”, – აღნიშნა ლევან ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის მერიასთან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.