13 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვლის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

“14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები