თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გობრონიძის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ბობოხიძის, რჩეულიშვილის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ცინცაძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), 17 შინდისელი გმირის, მხარგრძელის, ჯავახეთის და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთის, ასათიანის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშილის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები