ირაკლი ზარქუა: არავის აინტერესებს სააკაშვილი და რომ იტივტივოს, ამისთვის სჭირდებათ კომისია

“მილევად რეჟიმში არიან, არავის აინტერესებს სააკაშვილი და რომ იტივტივოს, ამისთვის სჭირდებათ კომისია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა ბლეფია.

„60-ზე მეტნი არიან ოპოზიციაში, 50 კაცი უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. კეთილი ინებონ, დაარწმუნონ თავიანთი კოლეგები ოპოზიციაში და შექმნან, ერთი და ორი ადამიანი არაფერს წყვეტს. საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სჭირდებათ, რომ მილევად რეჟიმშია გადასული, არავის აინტერესებს სააკაშვილი და რომ იტივტივოს. თუ კომისია შეიქმნა, სავარაუდოდ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობას და ყველას გვექნება საშუალება, რომ ვნახოთ ეს არის აფიორა, ბლეფი იმისთვის, რომ დავიწყებას არ მიეცეს მათი ბელადი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები