ამირან გამყრელიძე: ახალი შემთხვევების დაახლოებით 95% „ომიკრონია“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით 95 პროცენტში „ომიკრონი“ ცირკულირებს.

„დღეს ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით 95 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონი“. „ომიკრონიდან“ „ომიკრონის“რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან აცრების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზაზე გაამახვილა.

ამირან გამყრელიძემ ასევე რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პირბადე ატარონ.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტზეა, რაც საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები