თამარ გაბუნია: თუ ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ

“თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ.

„ჯერჯერობით, იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვლავ 8 დღე რჩება, თუმცა, მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება, გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ამიტომ ამ კვირაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავაკეთებთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები