ამირან გამყრელიძე: საქართველოში “ომიკრონით” რეინფიცირების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირებული პაციენტის კვლავ “ომიკრონით” რეინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, მაგრამ – სრულად მართვადი.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, მაგრამ – სრულად მართვადი. ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც 24 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, რაც, რა თქმა უნდა, მაღალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.