დღეს თბილისში შუქი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს სხვადასხვა სამუშაოების გამო 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
ვაკის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრო რაიონების (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.