არჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობაში” სერიოზული კრიზისია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ ემხრობოდა.

თალაკვაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია.

“მელიას დასჯა პოლიტიკურად, თანამდებობრივად, პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ მელია ამ რეალობას, როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით და ახლა უკვე ამაზე საუბრობს საჯაროდ. ეს მიუთითებს “ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზულ კრიზისსა და იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას”, – აცხადებს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები