შალვა ნათელაშვილი: გამოკითხულთა 98% პარლამენტში ჩვენს ყოფნას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოკითხულთა 98-მა პროცენტმა პარლამენტში მის შესვლას მხარი დაუჭირა.

“98% ითხოვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას”, – აცხადებს ნათელაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ხელფასს არ იღებს.

„ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არცერთი ცენტი არ ამიღია, მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ მე აქ ქვეყნისგან არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ამ ხალხის ბედნიერებისა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, დღესპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. კომიტეტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები