პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.
„სასამართლო განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება.