ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სამთავრობო პროპაგანდაზე კომენტარს არ გავაკეთებ

“ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური შეხვედრები”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეკანოიძე „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ მასალასაც გამოეხმაურა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

“ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური შეხვედრები. რაც შეეხება ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სუს-ის და სამთავრობო პროპაგანდას, მე ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა მთავარი და პრინციპულია ძალიან ბევრი საკითხი. პირველი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მუშაობა, ორგანიზაციულად გამართვა და ქვეყნის თავისუფლება”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები