გია აბაშიძე: ერთ დროს სააკაშვილის პარტიის ვითომ დამამთავრებელი გახარია “ნაციონალური მოძრაობის” “ბექ ვოკალად” იქცა, სირცხვილია! წერტილი!

პატიმარ სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსთავი წაართვა და ასევე აპირებს ბათუმის და ზუგდიდის წართმევას, ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

გია აბაშიძის თქმით, არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში მოღალატე გიორგი გახარიას პარტიამ დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გაამარჯვებინა. „პატიმარი სააკაშვილი – ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ.

უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე, წავართმევთ ზუგდიდს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ამოცანა გვეკითხება – არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ გაამარჯვებინა დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში? პასუხია – მოღალატე გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის”. წერტილი! (დავესესხე გაქცეულ ექს-პრემიერს). გახარიას ფლანგის მხრიდან უაზრო თავის მართლება და უსაგნო მჭერმეტყველება არის “აბსურდის თეატრიდან”. ერთ დროს სააკაშვილის პარტიის ვითომ დამამთავრებელი გახარია იქცა “ნაციონალური მოძრაობის” “ბექ ვოკალად”. სირცხვილია! წერტილი!”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები