2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
“საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 0-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 2020 წლის 10 მარტს დადასტურდა. 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს. ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში”,- ნათქვამია ანგარიშში.