რა შემთხვევაში უნდა მოხდეს კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა – დეა ნიჟარაძის განმარტება
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახის ექიმი განსაზღვრავს, რომ ბავშვი ჰოსპიტალშია გადასაყვანი, მას შემდეგ უნდა იყოს ჩვენთან მომართვა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კლინიკური საბჭოს წევრი, დეა ნიჟარაძე აცხადებს.
“15-20% მოდის ბავშვთა და მოზარდთა შემთხვევებზე. გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს კლინიკაზე. მომართვიანობა არის გაზრდილი.
აუცილებლად, მარტივი შემთხვევები უნდა იმართოს ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მხოლოდ მძიმე შემთხვევები, მას შემდეგ, რაც ოჯახის ექიმი განსაზღვრავს, რომ ბავშვი ჰოსპიტალშია გადასაყვანი, მას შემდეგ უნდა იყოს ჩვენთან მომართვა”, – აცხადებს დეა ნიჟარაძე.