ბექა დავითულიანი: ჩვენი განცხადებების და რეზოლუციის სულისკვეთებაა, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის ინტერესებს

“მთავარია, ის ლოგიკა დავანახოთ საზოგადოებას, რომელსაც ავითარებს „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო ძალა, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას ადგენს და ლოგიკა, რომელსაც ამას უპირისპირებს ოპოზიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უკრაინის ინტერესებს მხარს უჭერს.

„ჩვენი ლოგიკა, სულისკვეთება და განცხადებები მიმხრობილია და მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინისადმი ვართ სოლიდარულები და უკრაინის ინტერესებს ვეფუძნებით. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის მთავარი ამოცანა და ინტერესი დღეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ომის არდაშვება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, რუსეთთან ომის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ზიანი და ტკივილი მიადგება უკრაინას. ომი ისედაც ტრაგედიაა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომებში, როგორც წესი, რუსეთი უფრო სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი განცხადებების და რეზოლუციის სულისკვეთებაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ინტერესებს, მშვიდობას და ამ მშვიდობით  ვიცავთ ასევე ჩვენს ინტერესებს და მთლიანობაში რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები