გურამ მაჭარაშვილი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: ჩვენ გვინდა, პირველ ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვიდეთ
„ამ რეზოლუციის მიზანი იყო და არის ომის არდაწყების პროპაგანდა, რომელიც მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს დღის წესრიგად აქვს. ვუერთდებით ცივილიზებულ სამყაროს ამ რეზოლუციით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ამ რეზოლუციის მიზანი იყო და არის ომის არდაწყების პროპაგანდა, რომელიც მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს დღის წესრიგად აქვს. ვუერთდებით ცივილიზებულ სამყაროს ამ რეზოლუციით, რომელზეც, სხვათა შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მყისიერად გადაუხადა მადლობა საქართველოს პარლამენტს, ამ რეზოლუციის მიღების გამო. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არაა ის, თუ რა ახირება ექნება რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ჩვენ გვინდა, პირველ ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვიდეთ და მერე, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მივიღოთ და შევუერთდეთ ომის არდაწყების საერთაშორისო პროპაგანდას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.