ივანე ჩხაიძე: ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი

“ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარტში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით მომართვიანობის ზრდაა მოსალოდნელი.

„ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება მეექვსე ტალღის პიკი, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე იქნება გამორჩეული პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში“, – აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება.

“15% არის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი. 10 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, საქართველოში ნიშნავს რომ 1500 ბავშვია ყოველდღე ინფიცირებული. როცა ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები