ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს ვხედავთ
“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს ვხედავთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი სპეკულაციების პარლამენტში გაგრძელებაა.
„კომისიის შექმნა პროპაგანდისტური და პიარმიზნებისთვის თუ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კომისიას მხარს არ დავუჭერთ. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო ვხედავთ სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს. კატეგორიულად გვეუბნებოდნენ და საზოგადოებას ზაფრავდნენ, რომ ადამიანი სიკვდილის პირას იყო მიყვანილი. საზოგადოებრივი ინტერესი იყო, მათთვის ეჩვენებინათ, რომ ეს ადამიანი სიკვდილის პირას არ იყო მიყვანილი და აუცილებელ კვებას იღებდა. შემდეგ იყო სპეკულაცია, რომ მკურნალობა სჭირდებოდა, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს გახდა ინტრიგებისა და სპეკულაციების საკითხი. ყოველ დღე სპეკულაციებს ვუყურებთ. უნდათ, ეს სპეკულაციები პარლამენტში გააგრძელონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.