ამირან გამყრელიძე: პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე

 

ანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებსა და მასწავლებლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილი არ არის.

„გეთანხმებით, რომ ინფიცირების პროცენტი აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია, რადგან 24 000 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ პროცენტულად, ბავშვებში ინფიცირება გაზრდილი არ არის, არც მასწავლებლებში არ არის წილობრივად გაზრდილი. იცით, მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები – პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს, ანუ, როცა ე.წ. შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. ეს გვაჩვენა ამ 2 წლის გამოცდილებამაც”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ პანდემიამ ბავშვებს და, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას უზარმაზარი ზიანი მიაყენა.

“აღნიშნულმა, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, გარდა ეკონომიური ზიანისა, უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით, სასკოლო განათლებას. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გაერო-ს ბავშვთა ფონდისთვის ეს სლოგანი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები