ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება ყველა ტიპის ტრიბუნა – ეს არის დესტრუქცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ერთადერთი პოლიტიკური მიზნისთვის სჭირდება ყველა ტიპის ტრიბუნა – ქუჩაც, პარლამენტიცა და საკრებულოებიც, ეს არის დესტრუქცია. რასაც გარეთ აკეთებენ, იმავეს ეცდებიან შიგნითაც. არ გამოუვიდათ გარეთ და არც შიგნით გამოუვათ. მერე  ისევ გარეთ გაიქცევიან… არსად არაფერი აღარ გამოუვათ. სააკაშვილთან დაკავშირებით, გამოძიება ძალიან სამართლიანად, ობიექტურად და მშვიდობიანად მიდის. მასთან მიმართებით, მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც უნდა აღსრულდეს. ის კუთვნილ სასჯელს იხდის და არავითარი დარღვევა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი მითებისა და სპეკულაციებისა, მე არ დამინახავს“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები