ალეკო ელისაშვილი: უკრაინაზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა – აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას და ისინი ემუქრებიან?!
“ის რეზოლუცია, რაც „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, გამაოგნებელია, უკრაინასა და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა?!”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეგობარ ქვეყანას, რომელიც გასაჭირშია, ყველა მხარს უნდა უჭერდეს.
“ის რეზოლუცია, რაც „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, გამაოგნებელია, უკრაინასა და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა – აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას თუ ჭინკები ემუქრებიან საზღვარზე?! უთავმოყვარეობაა და გაუგებარია რუსეთის არ ხსენება, ვისურვებდი ტექსტი იყოს ადეკვატური, რუსეთიც იყოს ნახსენები და რეალობა იყოს აღწერილი და აბსოლუტურად ყველამ დავუჭიროთ მხარი მეგობარ ქვეყანას, რომელიც გასაჭირშია. იმედი მაქვს, დაკორექტირდება ტექსტი, თუ არა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი თითოეული ჩვენგანის”, – განაცხადა ელისაშვილმა.