ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავებულია ექვსი ადამიანი

თბილისში, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

გავრცელებული ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები