ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ.

როგორს “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები