NDI: მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21%-ის აზრით – საერთოდ არ იცვლება.

ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა, არსებული პოლარიზაციის ფონზე, პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.

გამოკითხულთა 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. 34 პროცენტი თვლის, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია, მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები