“დის შვილის მკვლელობისთვის შური იძია” – გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების მოტივით არის ჩადენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა და ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი 11 წელი მოიხადა. ოჯახის ახლობლების თქმით, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, გელა ჩაღიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი: ხელზე, თავში და ფეხზე.

“დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა გულში და მოკლა, წავიდა ციხეზე, 11 წელი მოიხადა, გამოვიდა და ახლა მოკლა. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში”, – აცხადებს გარდაცვლილის მამა “რუსთავი 2-თან” მიცემულ ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები