ხატია დეკანოიძე: “შესაძლოა, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს”

წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა წარმოვადგინეთ ჩვენი შენიშვნები და ეს შენიშვნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ ეს რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს უკრაინაში. სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები