„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი სამართალდამცავის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით – “დაისაჯონ მოძალადეები”, “ვითხოვთ მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრებას”, “მოძალადე რეჟიმი”, “პოლიცია ხალხისთვის და არა, ხალხის წინააღმდეგ”.

ადგილზე იმყოფება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილიც.

“ჩვენ არ ვეგუებით კრიმინალებს, არ ვეგუებით “ქართული ოცნების” “მილიციას”. ერთი რიგითი პოლიციელის დასჯა არ არის საკმარისი”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები