ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს არაფერს ცვლის.

“ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა. ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ დაიბრუნოს თავისი სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ. გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს აღარ ცვლის. რამდენადაც შეძლებენ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი თავის პოვნას და საკუთარი ამომრჩევლის დაბრუნებას, ეს იქნება, ალბათ, მათი პირველი ამოცანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები