თამარ გაბუნია: სკოლებს აქვთ მექანიზმი როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე სწავლების გაგრძელების
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების წინაშე, განათლების სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით მზაობას გამოხატავს.
მისივე თქმით, სკოლებს აქვთ მექანიზმი როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე სწავლების გაგრძელების.
“სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე სკოლა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით”, – აღნიშნა გაბუნიამ.