“თუ შემოვლენ, ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დესტრუქციულები იყვნენ” – ბექა დავითულიანი – “ნაცმოძრაობაზე”

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არა პარლამენტში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ რომ პირადად მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ამომრჩევლის მიმართ პატივისცემის გამო, უმჯობესად მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს.

“თუ შემოვლენ, ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დესტრუქციულები იყვნენ, გარეთ თუ იქნებიან, იქაც იმავეს ეცდებიან. ისინი იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში ისხდნენ, მათგან განსხვავებით, მე მათ ამომრჩეველს პატივს ვცემ და ვარჩევდი, რომ შემოსულიყვნენ“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები