მაია ჩხაიძე: კორონავირუსით ინფიცირების 15-20% ბავშვებზე მოდის

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 163 ინფიცირებული არასრულწლოვანია მოთავსებული.

„ამჟამად, კლინიკაში 163 პაციენტია, ადგილები გვაქვს, უბრალოდ, არ არის ადგილები რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტები სწრაფად იცვლებიან, ანუ ეწერებიან და ახალი პაციენტები შემოდიან, – აცხადებს მაია ჩხაიძე.

მისივე ცნობით, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 150-ზე მეტი პაციენტიდან მხოლოდ 16-ის მშობელია ვაქცინირებული.

“სულ 16 მშობელია ვაქცინირებული, მათგან 8 მშობელია კორონავირუსული ინფექციით დაავადებული, დანარჩენი 8 მშობელი კი არაა დაავადებული. ბავშვებიდან, რომლებიც 12 წლის ასაკის ზემოთ არიან, ვაქცინირებული ამჟამად არავინ არ გვიწევს“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები