ბლინკენი: ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.

ამის შესახებ მან ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რას არ გავაკეთებთ. ერთ-ერთი ასეთია, ის რომ ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ისინი. ერთ-ერთი მათგანია ნატო-ს “ღია კარი,” – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები